ავტორიზაცია

დიდი სენსაცია: რეალი თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო

დიდი სენსაცია: რეალი თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო
თარიღი 21 Jan 2021, 02:30
ესპანეთის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს მადრიდის 'რეალი" და "ალკოიანო" დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში თავიდანვე სამეფო კლუბის დიდი უპირატესობით დაიწყო.

შეტევებმა შედეგი გამოიღო და ტაიმის ბოლოს ანგარიში ედერ მილიტაომ გახსნა.

მე-80 წუთზე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

იქ "ალკოიანოს" კაცი გაუძევეს და "რეალის" ზეწოლა გაიზაზრდა, თუმცა კონტრშეტევაზე აქეთ გაუშვა, მესამე ლიგელ გუნდთან 1:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.