ავტორიზაცია

პირლო: "გული მწყდება, რომ გატუზო ტიტულის გარეშე დარჩა"

პირლო: "გული მწყდება, რომ გატუზო ტიტულის გარეშე დარჩა"
თარიღი 21 Jan 2021, 10:40
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "ნაპოლისთან" მოგების შემდეგ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

"გული დამწყდა, რომ გატუზო დარჩა ტიტულის გარეშე, თუმცა ამავდროულად მიხარია საკუთარი გუნდის წარმატება.

როდესაც ინიშნები იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად, კრიტიკა გარდაუვალია, თუმცა ჩემს სათქმელს ჩემი შედეგები იტყვის.

მატჩის შედეგით კმაყოფილი ვარ, ინტერთან წაგების შემდეგ, სწორედ მსგავსი რამ გვჭირდებოდა", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, "ბებერმა ქალბატონმა" "ლურჯები" კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას გოლებით დაამარცხა.