სოლსკიაერი: "საუკეთესო პოგბა გვიბრუნდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შეაქო თავისი შეგირდი, პოლ პოგბა, რომელმაც "ფულჰემთან" გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა:
"პოგბამ გაიტანა შესანიშნავი გოლი და ამის გარდა, მან უბრალოდ ბრწყინვალედ ითამაშა. როგორც ვხედავთ, საუკეთესო ფორმაში მყოფი ფრანგი გვიბრუნდება.
ის თამაშობს როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, ისე ფლანგზეც. მომწონს პოლის კრეატიულობა და მრავალფუნქციურობა.
მის გარდა, მინდა შევაქო მანჩესტერის თითოეული ფეხბურთელი, რომელსაც ამ გამარჯვებაში წვლილი მიუძღვის", - განაცხადა ნორვეგიელმა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონელების დამარცხების შემდეგ, "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს.