რონალდუ: "სერია ა-ში ორი კონკურენტი გვყავს"

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:
"სერია ა-ს მიმდინარე სეზონში გვყავს ორი კონკურენტი - მილანი და ინტერი. ისინი ძლიერები არიან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იუვე უკან დაიხევს.
წინა სეზონების მსგავსად, ჩვენი გუნდის პრიორიტეტებში სკუდეტოს მოგება კვლავ შედის. ჩემპიონობისთვის ძალებს არ დავიშურებთ".
შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონი" კალჩოს ლიდერს, "როსონერის" ამ დროისთვის 10 ქულით ჩამორჩება (43:33).
რაც შეეხება პორტუგალიელ თავდამსხმელს, "ნაპოლის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ბიანკონერის" ფორვარდის ანგარიშზე 760 ბურთია.