ავტორიზაცია

რაზეა დამოკიდებული ზიდანის მომავალი?

რაზეა დამოკიდებული ზიდანის მომავალი?
თარიღი 21 Jan 2021, 15:33
Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ზინედინ ზიდანის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

კოპა დელ რეიდან სენსაციურად გამოვარდნის მიუხედავად, "სამეფო კლუბი" ფრანგი სპეციალისტის გათავისუფლებას არ ჩქარობს.

ზიზუს ბედი დამოკიდებული იქნება სეზონის მეორე ნახევარში დაფიქსირებულ შედეგებზე, რაც ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მატჩებს გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად კი იმ შემთხვევაში, თუ "ბლანკოსის" წარუმატებელი სვლა გაგრძელდება დანარჩენ ტურნირებშიც, ესპანელი ბიზნესმენი თავისი კლუბისთვის ახალ მწვრთნელს მოძებნის.

შეგახსენებთ, "თეთრების" მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში იქნება ბერგამოს "ატალანტა", პრიმერა დივიზიონში კი ლიდერ "ატლეტიკომდე" ჩამორჩენა 4 ქულას შეადგენს.