რონალდუს კომენტარი იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ იტალიის სუპერთასზე "ნაპოლის" დამარცხებით გახარებულია.
მოგეხსენებათ, 35 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ტურინელებთან ერთად მეოთხე ტიტული მოიგო.
"ძალიან კმაყოფილი ვარ იტალიაში მოპოვებული ჩემი მე-4 ტიტულით... დავბრუნდით!", - წერს კრიშტიანუ სოციალურ ქსელში.
"ეს ის "იუვენტუსია", რომელიც გვიყვარს, ეს ის გუნდია, რომელსაც ვენდობით და ეს ის სულისკვეთებაა, რომელიც სასურველ გამარჯვებებამდე მიგვიყვანს! ყოჩაღ, ბიჭებო!", - დასძინა რონალდუმ.