ავტორიზაცია

მორიგი ბრწყინვალე რეკორდი - ლევანდოვსკიმ გერდ მიულერს გადაასწრო!

მორიგი ბრწყინვალე რეკორდი - ლევანდოვსკიმ გერდ მიულერს გადაასწრო!
თარიღი 21 Jan 2021, 18:04
"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის პირველ წრეში გატანილი გოლებით გერმანული ფეხბურთის ლეგენდას, გერდ მიულერს გადაასწრო.

ასე და ამგვარად, პოლონელი ფორვარდის ანგარიშზე 16 მატჩში გატანილი 22 ბურთია (ერთი მატჩი გამოტოვა).

რაც შეეხება მიულერს, გერდმა 1968/69 წლების სეზონში ჩემპიონატის პირველ წრეში 20 ბურთი შეაგდო.

გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მიუნხენური გრანდი 39 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მეორეადგილოსან "ლაიფციგს" 35 ქულა აქვს.