ავტორიზაცია

"დაბრუნდება თუ არა ამ სეზონში?", - კლოპი ვან დეიკის მდგომარეობას აფასებს

"დაბრუნდება თუ არა ამ სეზონში?", - კლოპი ვან დეიკის მდგომარეობას აფასებს
თარიღი 21 Jan 2021, 18:13
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მერსისაიდელთა მცველ ვირჯილ ვან დეიკის აღდგენითი პროცესები მუხლქვეშა მყესების გაწყვეტის შემდეგ.

"დაბრუნდება თუ არა ამ სეზონში? ჯერ არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა ეს, ჩემი განსასჯელი არ არის. ამჟამად ვირჯილი ძალიან კარგად გამოიყურება. მას ტელეფონით ვესაუბრე, ძალიან კარგ განწყობაზეა. ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ დაბრუნების ვადები ჯერჯერობით უცნობია".

"დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრის გადატანა მოუწევს. თავად მეც მქონდა ეს ტრავმა, ასე რომ ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. თუმცა, მისი რეაბილიტაცია იმედისმომცემად ჩანს", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.

ვან დეიკმა, რომელიც "ევერტონთან" (2:2) გამართულ შეხვედრაში დაშავდა, ოპერაცია ოქტომბრის თვის ბოლოს გაიკეთა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.