"სეზონის სტარტზე ჩემს გეგმებში შედიოდა", - არტეტამ ოზილის გაშვების მიზეზი განმარტა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ნახევარმცველ მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"ოზილი შესანიშნავი ფეხბურთელია, ძალიან ნიჭიერი. კლუბისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ მინდა გუნდი სხვა მიმართულებით წავიდეს".
"შეიძლება, ჩვენს გეგმებში ყოფილიყო, მეტი ვარიანტი რომ გვქონოდა. სეზონის სტარტზე ჩემს გეგმებში შედიოდა, მაგრამ შემდეგ აღარ", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC Sport.
აქამდე გავრცელებული ცნობით, 32 წლის გერმანელი უახლოეს პერიოდში "ფენერბაჰჩესთან" გააფორმებს კონტრაქტს. ოზილი სტამბულში უკვე ჩავიდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ტრანსფერის გაოფიციალურება ჭიანურდება.
მოგეხსენებათ, "არსენალმა" გამოცდილი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების განაცხადში არ შეიყვანა და 2020 წლის მარტის შემდეგ არ უთამაშია.