"სიმპტომები მქონდა, ექიმის მითითებებს ვიცავ", - აგუეროს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.
"კორონავირუსით დაინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავედი. ბოლო ტესტმა, რომელიც გავიკეთე, დადებითი შედეგი აჩვენა".
"სიმპტომები მქონდა, ექიმის მითითებებს ვიცავ გამოსაჯანმრთელებლად. გაუფრთხილდით თავს", - წერს არგენტინელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, "სიტიმ" 12 იანვარს დაადასტურა, რომ აგუერო გარკვეულ პერიოდს თვითიზოლაციაში გაატარებდა.
2020/21 წლების სეზონში 32 წლის ფორვარდმა მანჩესტერელთა მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მოქმედი კონტრაქტის ვადა კლუბთან მას 2021 წლის ივნისში ეწურება.