ვინ შეცვლის ლამპარდს? - ჩელსიში მუშაობით ორი ტოპ-მწვრთნელია დაინტერესებული

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდის გათავისუფლების შემთხვევაში, მასიმილიანო ალეგრი და ტომას ტუხელი ლონდონურ კლუბში მუშაობით დაინტერესდებიან, წერს Sky Sports.
გავლენიანი გამოცემის თანახმად, "არისტოკრატთა" ამჟამინდელი თავკაცი სამუშაოს დაკარგავს, თუ უახლოეს მატჩებში გუნდის შედეგები არ გაუმჯობესდება.
აქამდე, "ჩელსი" სტუმრად "ლესტერთან" დამარცხდა - 0:2. ეს მარცხი ლონდონელთათვის ჩემპიონატში რიგით მე-6 აღმოჩნდა, 8 გამარჯვებასთან და 5 ფრესთან ერთად. ამ დროისთვის, "არისტოკრატები" სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ. ლამპარდის შეგირდები მომდევნო მატჩს 24 იანვარს, ინგლისის თასის ეგიდით, "ლუტონ თაუნთან" გამართავენ, შემდეგ კიი 27 იანვარს "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებენ, 31 იანვარს - "ბარნლის", 4 თებერვალს კი "ტოტენჰემს" ესტუმრებიან.
გერმანელი სპეციალისტი, ტომას ტუხელი 2020 წლის დეკემბრის ბოლოს "პსჟ"-დან დაითხოვეს, იგი მაურისიო პოჩეტინომ ჩაანაცვლა. რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, იტალიელი სპეციალისტი ბოლოს "იუვენტუსს" წვრთნიდა, სადაც 2014 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა.