ავტორიზაცია

"ოფიციალურ მატჩებში ბიცანმა 821 გოლი გაიტანა", - რონალდუს ისტორიულ რეკორდს აპროტესტებენ

"ოფიციალურ მატჩებში ბიცანმა 821 გოლი გაიტანა", - რონალდუს ისტორიულ რეკორდს აპროტესტებენ
თარიღი 21 Jan 2021, 21:37
ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს ახალი მიღწევა გააპროტესტა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა გუშინ ღამით კარიერაში 760-ე გოლი გაიტანა, მან იტალიის სუპერთასის ეგიდით "ნაპოლის" (2:0) კარი აიღო.

35 წლის სუპერვარსკვლავმა ჩეხოსლოვაკი თავდამსხმელის, იოზეფ ბიცანის მიღწევა გააუმჯობესა და კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.

ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ბიცანმა არა 759, არამედ 821 გოლი გაიტანა.

"ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის ისტორიისა და სტატისტიკის კომიტეტმა ლეგენდარული იოზეფ ბიცანის მიერ გატანილი ყველა გოლი დაითვალა და შეგვიძლია გაცნობოთ, რომ ოფიციალურ მატჩებში მან 821 ბურთი გაიტანა".

"ჩათვლილია პირველი და მეორე ლიგის, ეროვნული თასების, ევროთასებისა და ეროვნული გუნდების მატჩებში გატანილი გოლები. ამავდროულად, არ არის ჩათვლილი საკლუბო დონეზე ამხანაგურ მატჩებში გატანილი ბურთები", - წერია განცხადებაში.