ავტორიზაცია

"ტიტულისგან ჯერ კიდევ შორს ვართ", - პოგბამ ჩემპიონობის შანსები შეაფასა

"ტიტულისგან ჯერ კიდევ შორს ვართ", - პოგბამ ჩემპიონობის შანსები შეაფასა
თარიღი 21 Jan 2021, 22:08
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ პრემიერ ლიგის მე-18 ტურში "ფულემთან" (2:1) გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის შანსები შეაფასა.

"ეს საკმარისი არ არის. ტიტულისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. რთული იყო სატურნირო ცხრილის მწვერვალზე ასვლა, მაგრამ აქ დარჩენა კიდევ უფრო რთული იქნება", - ციტირებს ფრანგის სიტყვებს მანიკუნიანელთა ოფიციალური საიტი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამპარტავანი უნდა იყოს და საკუთარ თავს უთხრას: "დიახ, ვამაყობთ იმით, რომ აქ ვიმყოფებით, და ბოლომდე მწვერვალზე დარჩენა გვსურს". მაგრამ ჯერ არაფრისთვის არ მიგვიღწევია. თავდაუზოგავად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ".

"მომხდარით კმაყოფილები ვართ, მაგრამ გვინდა, რომ ეს გაგრძელდეს. კიდევ უფრო და უფრო გვწყურია. თუ გუნდი იფიქრებს, რომ უკვე გავიმარჯვეთ, მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაქვეითდება", - დასძინა პოგბამ.

ოლე-გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა 19 მატჩში 40 ქულა დააგროვეს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ.