ავტორიზაცია

ერიქსენისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის მორიგი კლუბი ჩაერთო

ერიქსენისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის მორიგი კლუბი ჩაერთო
თარიღი 21 Jan 2021, 23:38
"ლესტერი" მზადაა "ინტერის" ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" კონკურენცია გაუწიოს, წერს The Telegraph.

გავრცელებული ცნობით, "მელიები" უახლოეს პერიოდში დანიელის იჯარით დამატებას გეგმავენ. თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება "ტოტენჰემში" უნდა.

2020/21 წლების სეზონში 28 წლის ნახევარმცველმა "ინტერის" მაისურით 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

Transfermarkt-ის ვერსიით, ერიქსენის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.