ავტორიზაცია

დუგლას კოშტას პრემიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა

დუგლას კოშტას პრემიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 21 Jan 2021, 23:44
"ვულვერჰემპტონი" "იუვენტუსის" თავდამსხმელ დუგლას კოშტათი ინტერესდება, იუწყება The Telegraph.

გავრცელებული ცნობით, ინგლისური კლუბი 30 წლის ბრაზილიელის იჯარით დამატების ვარიანტს განიხილავს.

როგორც იწერება, ტურინული გრანდი მზადაა ფეხბურთელი "ბაიერნიდან" დაიბრუნოს, სადაც იგი იჯარით თამაშობს, რადგან შესაბამისი სათამაშო პრაქტიკა არ ეძლევა.

2020/21 წლების სეზონში დუგლას კოშტამ "ბაიერნის" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.