ავტორიზაცია

როდის ჰქონდა ბოლოს ლა ლიგაში მეკარეს გოლი გატანილი?

როდის ჰქონდა ბოლოს ლა ლიგაში მეკარეს გოლი გატანილი?
თარიღი 22 Jan 2021, 01:30
ესპანეთის ჩემპიონატში "ეიბარი" "ატლეტიკოს" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 1:1-ია.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი მეკარე მარკო დმიტროვიჩმა გაიტანა.

2011 წლის შემდეგ, დმიტროვიჩი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ლა ლიგაში გაიტანა.

ბოლოს მსგავსი რამ დანი არანსუბიმ ზუსტად 9 წლის წინ, "დეპორტივო ალავესის" მაისურით გააკეთა.