სჯობს გვიან, ვიდრე რეალივით! ბარსელონამ კორნელიას ეტაპი ექსტრა-ტაიმში დაძლია [VIDEO]
![სჯობს გვიან, ვიდრე რეალივით! ბარსელონამ კორნელიას ეტაპი ექსტრა-ტაიმში დაძლია [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2021-01/1611268278_6.jpg)
„ბარსელონამ“ კოპა დელ რეის 1/16-ფინალში „კორნელია“ გაჭირვებით, დამატებით დროში, 2:0 დაამარცხა.
მატჩის ძირითად დროში გოლი არ გასულა - კატალონიელთა ფეხბურთელებმა, მირალემ პიანიჩმა და უსმან დემბელემ თერთმეტმეტრიანები გააცუდეს და საქმე დამატებით დრომდე მივიდა.
VIDEO: ბარსელონამ სათასო შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა
82-ე წუთზე პედრის პასით ანგარიში დემბელემ გახსნა და „ბარსა“ დააწინაურა, 118-ზე ესტელესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
შეხვედრაში წერტილი კი ბრეიტვეიტმა დასვა, რომელსაც ასევე პედრიმ გაატანინა.
შედეგად, „ბარსელონამ“ თასიდან „ატლეტიკოს“ გამომგდები „კორნელიას“ ბარიერი დაძლია და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც თავის მეტოქეს კენჭიყრის შემდეგ შეიტყობს.
შეგახსენებთ, რომ „რეალი" კოპა დელ რეის გუშინ, „ალკოიანოსთან" სენსაციური მარცხის (1:2) შედეგად გამოეთიშა.