"მანჩესტერი სწორედ ასეთ ფორვარდს ეძებდა", - სოლსკიაერმა კავანი შეაქო

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა მანიკუნიანელთა თავდამსხმელ ედინსონ კავანის შესახებ ისაუბრა.
"კავანი ცენტრფორვარდია, რომლის ხილვაც მეტოქის საჯარიმოში გსურს. წარმოუდგენელი მოძრაობები აქვს, ყველას შეუძლია მისგან ამის სწავლა. ხდება ისე, რომ ვბრაზდები, როცა ფლანგისკენ იწევს და ჩაწოდებებს ახორციელებს, რადგან სწორედ მისი ხილვა მსურს საჯარიმოში. ზოგჯერ თხოვნა მიწევს, რათა ნაკლები ირბინოს".
"ყოველთვის, როცა ედინსონი მოედანზე გადის, მისი მოძრაობები ბრწყინვალეა. ასე რომ, იმ ტიპის ცენტრალური თავდამსხმელია, რომელსაც ვეძებდით. ურუგვაელი ნამდვილად ავსებს მარკუს რეშფორდს, მეისონ გრინვუდსა და ანტონი მარსიალს", - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Yahoo!Sport.
პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 33 წლის ურუგვაელმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.