ავტორიზაცია

"ტრანსფერებში რეალი ვერასოდეს გვაჯობებს", - ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ტრანსფერებში რეალი ვერასოდეს გვაჯობებს", - ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი
თარიღი 22 Jan 2021, 12:54
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ "რეალთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ტრანსფერების თვალსაზრისით, "რეალი" ვერასოდეს გვაჯობებს, რადგან ჩვენი სათამაშო სტილი ტრანსფერებზე დამოკიდებული არ არის".

"ამაში "რეალზე" გაცილებით უკეთესები ვართ", - ციტირებს "ბარსას" პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვებს Diario Sport.

აგრეთვე, ფრეიშამ აღნიშნა, რომ ამჟამად მცველ ერიკ გარსიაში ფულის გადახდას აზრი არ აქვს, რადგან ზაფხულში "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი ეწურება.