ავტორიზაცია

სუარესი მესის გაუთანაბრდა - რა ვითარებაა ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში?

სუარესი მესის გაუთანაბრდა - რა ვითარებაა ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში?
თარიღი 22 Jan 2021, 13:00
"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ლა ლიგის მე-19 ტურში "ეიბარს" (2:1) დუბლი შეუსრულა.

33 წლის ურუგვაელმა მიმდინარე გათამაშებაში მე-11 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავის ლიდერს, "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის დაეწია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სუარესს 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული - არგენტინელზე 3-ით ნაკლები.

ბომბარდირთა ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1-2. ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 11 გოლი

1-2. ლუის სუარესი ("ატლეტიკო") - 11 გოლი

3. ხერარდ მორენო ("ვილიარეალი") - 10 გოლი

4-5. იაგო ასპასი ("სელტა") - 9 გოლი

4-5. იუსეფ ენ ნესირი ("სევილია") - 9 გოლი