ავტორიზაცია

სადისციპლინო კომიტეტმა ლეო მესის დისკვალიფიკაციის აპელაციაზე განაჩენი გამოიტანა

სადისციპლინო კომიტეტმა ლეო მესის დისკვალიფიკაციის აპელაციაზე განაჩენი გამოიტანა
თარიღი 22 Jan 2021, 15:15
„ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლეო მესი, გუნდს უახლოეს ორ მატჩში ვერ დაეხმარება.

AS-ის ინფორმაციით, კატალონიური გუნდის აპელაცია უარყოფილია და მესის დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა. შედეგად, მესის ჯამში ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

სათქმელია, რომ ლეომ ერთი მათგანი უკვე გამოტოვა - გუშინ, „კორნელიას" „ბარსელონა" მის გარეშე დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მესი მოედნიდან ესპანეთის სუპერთასის მატჩში, „ბილბაოსთან" გააძევეს. 120-ე წუთზე მან ასიერ ვილალიბრეს სახეში ხელი ჩაარტყა.