ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანმა ჩელსის მცველი დაიმატა

ოფიციალურად: მილანმა ჩელსის მცველი დაიმატა
თარიღი 22 Jan 2021, 15:17
ახალგაზრდა ინგლისელი მცველი კარიერას აპენინებზე გააგრძელებს.

„მილანმა“ „ჩელსის“ ცენტრალური მცველის, ფიკაიო ტომორის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ტომორი „სან-სიროზე“ 6-თვიანი იჯარით გადაბარგდა, რომლის ამოწურვის შემდეგაც, იტალიურ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვაც შეეძლება.

კერძოდ, შეძენის სურვილის შემთხვევაში, „მილანს“ „ჩელსისთვის“ დაახლოებით 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ტრანსფერი უკვე „როსონერის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.