ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია „სამეფო კლუბის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, ზიდანს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც მალევე კოვიდი დაუდასტურდა. თუმცა, ფრანგის ორმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ამის გამო, მან გუნდის ვარჯიშების ჩატარება და მატჩებზე დასწრებაც მოახერხა. თუმცა, დღეს, კორონავირუსი ფრანგს ოფიციალურად დაუდასტურდა.
სავარაუდოდ, მომდევნო მატჩებზე მადრიდულ გრანდს ზიდანის ასისტენტი, დავიდ ბეტონი გაიყვანს.