ავტორიზაცია

რეალს ვალვერდე გაურკვეველი ვადით გამოაკლდა

რეალს ვალვერდე გაურკვეველი ვადით გამოაკლდა
თარიღი 22 Jan 2021, 20:24
"რეალის" ნახევარმცველმა, ფედერიკო ვალვერდემ მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიზიანა, წერს კლუბის პრესსამსახური.

22 წლის ურუგვაელის ტრავმაზე მადრიდულ გუნდში დღეს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გაიგეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს აღდგენითი პროცესები.

ვალვერდემ ესპანეთის თასის 1/16 ფინალში "ალკოიანოსთან" (1:2) სენსაციურად წაგებულ მატჩში მთელი 120 წუთი გაატარა მოედანზე.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელს საერთო ჯამში "რეალის" მაისურით 20 მატჩი აქვს ჩატარებული, 3 გოლი გატანილი და ერთი ასისტი გაკეთებული.