ავტორიზაცია

დიეგო კოშტამ პირველი შეთავაზება უკვე იუარა - AS

დიეგო კოშტამ პირველი შეთავაზება უკვე იუარა - AS
თარიღი 22 Jan 2021, 20:28
"ტრაბზონსპორმა" თავდამსხმელ დიეგო კოშტას შეთავაზებით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

თურქულმა კლუბმა 32 წლის ფორვარდს 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 2,5 მილიონ ევროიანი ხელფასი შესთავაზა.

მიუხედავად ზემოთაღნიშნული პირობებისა, კოშტამ "ტრაბზონსპორში" გადასვლა იუარა.

როგორც აღინიშნება, გამოცდილი თავდამსხმელის დამატებით "ბეშიქთაში" და "გალათასარაიც" ინტერესდებიან.

დიეგო კოშტამ დეკემბერში "ატლეტიკოსთან" პირადი მიზეზების გამო კონტრაქტი გაწყვიტა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია.