ავტორიზაცია

ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ჩაიშალა?!

ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ჩაიშალა?!
თარიღი 26 Jan 2021, 10:57
Sky Sports-ის თანახმად, "ინტერის" შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

დანიელი ფლეიმეიქერის მიმართ "ტოტენჰემის" ინტერესი არ აღმოჩნდა სიმართლე, "ლესტერ სიტის" კი მისი ტრანსფერი ფინანსურად არ აწყობს.

საქმე ისაა, რომ "მელიები" ვერ გაწვდებიან მილანელთა ჰავბეკის ხელფასს, რომლის შემცირებას თავად ფეხბურთელი არ აპირებს.

აქედან გამომდინარე, 28-წლის შუახაზელს ამ დროისთვის ეპლ-იდან რეალური მსურველი პრაქტიკულად არ ჰყავს.

შეგახსენებთ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, "ნერაძურიმ" სკანდინავიელი ფეხბურთელის წასვლა დაანონსა.