ავტორიზაცია

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა [VIDEO]

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა [VIDEO]
თარიღი 23 Jan 2021, 03:43
ევროლიგის გასულ ტურში მოსკოვის "ცსკა" "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდა და 83:89 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე "ცსკა"-ს ზედიზედ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ.

მიუხედავად მარცხისა, ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

შენგელიამ პარკეტზე არასრული 25 წუთი დაჰყო და ამ დროში 18 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.