ავტორიზაცია

ჰოლანდის საოცარი სტატისტიკა ბუნდესლიგაში

ჰოლანდის საოცარი სტატისტიკა ბუნდესლიგაში
თარიღი 23 Jan 2021, 03:48
ბუნდესლიგის გასულ ტურში "დორტმუნდი" "გლადბახს" დაუპირისპირდა და 4:2 წააგო.

"დორტმუნდის" მხრიდან საუკეთესო ერლინგ ჰოლანდი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდს ბუნდესლიგაში ჩატარებული 28 მატჩიდან უკვე 27 გოლი აქვს გაკეთებული.

ეს კი საუკეთესო სტარტია ამ ჩემპიონატის ისტორიაში, ვეტერან უვე სილერთან ერთად, რომელსაც მსგავსი სტატისტიკა აქვს დაფიქსირებული.