ავტორიზაცია

რამდენად რეალურია მბაპეს ტრანსფერი რეალში? - Marca-ს ვერსია

რამდენად რეალურია მბაპეს ტრანსფერი რეალში? - Marca-ს ვერსია
თარიღი 25 Jan 2021, 10:15
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" აქტიურად ინტერესდება "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელით, კილიან მბაპეთი.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფორვარდის რაც შეიძლება სარფიანად გაყიდვის წინააღმდეგი არც "პსჟ" არის.

Marca-ს თანახმად კი პარიზელთა შემტევის "სამეფო კლუბში" გადასვლა არის ნაკლებად სავარაუდო, მიზეზი - ფინანსური სირთულეები.

"ბლანკოსი" ვერ გადაიხდის "ლურჯ-წითლების" შვიდიანის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას, მინიმუმ 2022 წლის ზაფხულამდე.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, წარმოშობით კამერუნელ ბომბარდის რეალური მსურველი ამ ეტაპზე არ ჰყავს.