ავტორიზაცია

შევჩენკოს პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს - ESPN

შევჩენკოს პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს - ESPN
თარიღი 23 Jan 2021, 11:35
უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ანდრეი შევჩენკოს პრემიერ ლიგაში საინტერესო მსურველი ჰყავს.

"ლურჯ-ყვითლების" სპეციალისტით დაინტერესებული ლონდონის "ჩელსი", რომლის შემადგენლობაში ის ფეხბურთელობის პერიოდში თამაშობდა.

ESPN-ის თანახმად, "არისტოკრატები" "დრუჯინას" დამრიგებელს განიხილავენ ფრენკ ლამპარდის პოტენციურ შემცვლელად.

იმის გათვალისწინებით, რომ 44-წლის მწვრთნელს აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი ეროვნულ გუნდთან, არაა გამორიცხული, მისი მოსვლა იყოდ დროებითი, ანუ სეზონის ბოლომდე.

რაც შეეხება ინგლისელ თავკაცს, მისი მომავალი გაირკევა უახლოეს მომავალში, შემდეგი მატჩების შედეგების გათვალისწინებით.