ავტორიზაცია

"რონალდუ არ არის მსოფლიოში საუკეთესო, თუმცა მე მისი ფანი ვარ", - ვეა

"რონალდუ არ არის მსოფლიოში საუკეთესო, თუმცა მე მისი ფანი ვარ", - ვეა
თარიღი 23 Jan 2021, 12:10
"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯორჯ ვეამ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"რონალდუ არ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა მე მისი ფანი ვარ. ის არის შრომისმოყვარეობის მაგალითი.

პორტუგალიელმა პრაქტიკულად საკუთარ თავს გადააბიჯა, იმისთვის, რომ ყოფილიყო იქ, სადაც ახლ იმყოფება.

შეუძლებელია მისი მიღწევების უყურადღებოდ დატოვება. ძალიან გამიხარდება, თუ კრიშტიანუ ფეხბურთში კიდევ დიდი ხნით დარჩება".

შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოასწრო.