დემბელეს 4 გრანდი აკვირდება

Diario Sport-ის თანახმად, "ბარსელონა" სერიოზულად განიხილავს თავისი შემტევის, ოსმან დემბელეს სარფიანად გაყიდვას.
ფრანგ ვინგერს აკვირდება ოთხი ტოპ კლუბი - მიუნხენის "ბაიერნი", ტურინის "იუვენტუსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი".
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გაახანგრძლივებს თუ არა "ბლაუგრანას" გარემარბი ამჟამინდელ ხელშეკრულებას.
თავად კატალონიელთა მე-11 ნომერს კლუბში დარჩენის სურვილი არაერთხელ დაუფიქსირებია და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია.
წარმოშობით მავრიტანელი ფლანგელი "ლურჯ-ბროწეულისფრებში" თამაშობს 2017 წლის ზაფხულიდან და ამ დროის მანძილზე მან ჩაატარა 93 მატჩი და გაიტანა 25 გოლი.