ავტორიზაცია

"სოლსკიაერის შურთ", - იუნაიტედის ექს-ფორვარდი

"სოლსკიაერის შურთ", - იუნაიტედის ექს-ფორვარდი
თარიღი 23 Jan 2021, 16:31
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა, დუაიტ იორკმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერის კრიტიკოსები დაადუმა.

„მისი შურთ. ხალხს რატომღაც არ სურს, რომ მან წარმატებას მიაღწიოს. მოვისმინე, რას ლაპარაკობენ კლუბსა და მის საქმეებზე და ეს სუფთა სისხლის შურია.

სოლსკიაერმა „კარდიფში“ არც ისე სათანადოდ იმუშავა, შემდეგ დააგროვა გამოცდილება „მოლდეში“ და მოგვიანებით, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო თანამდებობაზე დაინიშნა.

ზოგი ასეთ შესაძლებლობაზე ლოცულობს, მან კი ის მიიღო.“ - აღნიშნა იორკმა.

სოლსკიაერი „მან.იუნაიტედში“ 2018 წლის დეკემბრიდან მუშაობს.