ოფიციალურად: ვულვერჰემპტონმა იჯარით სოსიედადის ფორვარდი დაიმატა

„ვულვერჰემპტონმა“ ოფიციალურ საიტზე „სოსიედადის“ ფორვარდის, ვილიან ჟოზეს იჯარა ოფიციალურად დაადასტურა.
29 წლის ბრაზილიელის საიჯარო ხელშეკრულება 2020/21-სეზონის ბოლომდეა გათვლილი. რომლის ამოწურვის შემდეგაც, „მგლებს“ მისი 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვაც შეეძლებათ.
მიმდინარე სეზონში ჟოზემ „სოსიედადის“ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლითა და 1 ასისტით გამოირჩა.
დაახლოებით ერთი წლის წინ, ვილიან ჟოზეს შეძენით „ბარსელონა“ ინტერესდებოდა, თუმცა „სოსიედადმა“ კატალონიელებს 40 მლნ ევრო მოსთხოვა, რის გამოც მათ არჩევანი მარტინ ბრეიტვეიტზე შეაჩერეს.