უილშირი: "ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემპიონშიპში მომიწევდა თამაში"

„არსენალის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, „ბორნმუთთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.
„აქამდე ჩემპიონშიპში არასდროს მითამაშია. 10 წლის წინ რომ ეკითხათ, ვითამაშებ თუ არა აქ ოდესმე, უარს ვიტყოდი.
ამაზე არასდროს მიფიქრია. თუმცა ახლა იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ მზად ვიყო და „ბორნმუთს“ პრემიერ ლიგაში აღზევებაში დავეხმარო. ვგრძნობ, რომ ამ თამაშისთვის კიდევ რაღაცის მიცემა შემიძლია.
შემდეგი თვეები ჩემპიონშიპში ვითამაშებთ და მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ გუნდს ჩვენი მიზნის მიღწევაში დავეხმარო.“ - აღნიშნა უილშირმა.
29 წლის ფეხბურთელმა „ბორნმუთთან“ კონტრაქტი 2020/21-სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ჯეკის ბოლო გუნდი „ვესტ ჰემი" იყო, რომელთანაც მან კონტრაქტი გასულ ზაფხულს გაწყვიტა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო.