ავტორიზაცია

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა
თარიღი 23 Jan 2021, 17:40
ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დალიან პრო“ დატოვა.

კონტრაქტი მხარეებმა ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტეს.

თავის საიტზე ბენიტესმა გამოაქვეყნა გამოსამშვიდობებელი წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ წასვლის მთავარი მიზეზი კორონავირუსი გახდა. ბენიტესის თქმით, ამ რთულ პერიოდში, მას ოჯახთან ერთად უფრო დიდი დროის გატარება სურს.

სპეციალისტმა „დალიან პრო“ 2019 წელს ჩაიბარა. 2020 წლის სეზონში, ესპანელის გაწვრთნილი გუნდი ჩინეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილზე გავიდა.

ჩინეთში გადაბარგებამდე, ბენიტესის უკანასკნელი გუნდი „ნიუკასლ იუნაიტედი“ იყო, იქამდე კი - „რეალი“.