ავტორიზაცია

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა
თარიღი 23 Jan 2021, 17:52
ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში „გლადბახმა“ „დორტმუნდს“ 4:2 მოუგო.

ერლინგ ჰოლანდმა ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა. ამ ორი გოლით ის ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონატის საწყის 28 მატჩში 27 გოლის გატანა შეძლო.

ჰოლანდი: "ვერც წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზებული ვარ"

აქამდე, ეს მხოლოდ ლეგენდარულ უვე ზეელერს ჰქონდა გაკეთებული.

4 ან მეტი გოლის გატანა „გლადბახმა“ „დორტმუნდის“ კარში 1996 წლის შემდეგ პირველად მოახერხა. მაშინ, „ცხენებმა“ „ფუტკრებს“ 5:1 მოუგეს.