ავტორიზაცია

სოკრატისი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს?

სოკრატისი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს?
თარიღი 23 Jan 2021, 18:19
სოკრატის პაპასტატოპულოსმა „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.

როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ბერძენი ცენტრალური მცველი „ბეტისში“ გადასვლასთან არის ახლოს. ფეხბურთელი ლა ლიგის გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მზადაა ესპანეთში გადაბარგდეს.

სოკრატისის დამატებით იტალიური „ლაციოც“ ინტერესდება, რომელიც მზადაა, ფეხბურთელი „ბეტისს“ უკეთესი პირობების შეთავაზებით წაართვას.