ავტორიზაცია

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება
თარიღი 23 Jan 2021, 18:24
ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ფრანგ ფეხბურთელს საოცნებო კლუბში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება.

ბოლო პერიოდში, „რეალის“ სამომავლო პროექტი ბურუსით არის მოცული. კლუბმა დაკარგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და მათ შესაცვლელად საჭირო ტრანსფერები არ განახორციელა.

გარდა ამისა, კილიანი არ არის დარწმუნებული, რომ მომავალ სეზონში გუნდში ზინედინ ზიდანი იქნება, რომელიც მისთვის კუმირია და რომლის ხელმძღვანელობითაც სურს თამაში.

იმ შემთხვევაში, თუ მბაპე „პსჟ-სთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, სწორედ ზემოთხსენებული მიზეზები იქნება რეალური საბაბი იმისა, რომ მან „რეალში“ ტრანსფერზე უარი თქვას.