ავტორიზაცია

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA
თარიღი 23 Jan 2021, 20:47
"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ხელფასის გაზრდასთან ახლოსაა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ურუგვაელს გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ, თუ უახლოეს კვირებში ლიგაში 15-გოლიან ნიშნულს მიაღწევს.

მიმდინარე სეზონში 34 წლის სუარესს ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.

მოგეხსენებათ, გამოცდილი ფორვარდი "ატლეტიკოს" გასულ ზაფხულს "ბარსელონასთან" ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.