ავტორიზაცია

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა
თარიღი 23 Jan 2021, 20:54
"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მადრიდული კლუბიდან ზაფხულში წასვლის ვარიანტს განიხილავს, წერს Sport.es.

ფრანგი უკანახაზელი შესაძლო ტრანსფერს ორი ასპექტის მიხედვით განიხილავს: კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულის ბოლოს ეწურება, ამიტომაც შესაძლებელია კლუბს გამოსასყიდი თანხის სახით გარკვეული შემოსავალი მოუტანოს, ასაკი კი ახალ პირობებში დამაჯერებელ ადაპტაციაში უწყობს ხელს.

27 წლის ფეხბურთელი "სამეფო კლუბის" რიგებში 2011 წლის ზაფხულიდან ირიცხება, სადაც ფრანგული "ლანსიდან" 10 მილიონ ევროდ გადავიდა.

ამ სეზონში ვარანმა ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა და თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.