ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა ედეგორის ტრანსფერი დააანონსა

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა "რეალის" ნახევარმცველ მარტინ ედეგორის "არსენალში" გადასვლა დაადასტურა.
"ედეგორი შეუერთდება ახალ ლიგას და გუნდს, რომელიც ცხადია ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რამდენიმე კარგი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში აღზევდა".
"მაგრამ ეს არის გუნდი, რომელსაც თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ჯერ კიდევ არ უჩვენებია. გადაწყობის სტადიაში არიან", - ციტირებს სოლბაკენის სიტყვებს VG.
22 წლის ნორვეგიელი "სოსიედადში" დაბრუნებასთან იყო ახლოს, მაგრამ "არსენალის" თავკაც მიკელ არტეტას ზარის შემდეგ გადაიფიქრა. "რეალს" სურს, რომ ედეგორი ნახევარწლიანი არენდით წავიდეს, შემდგომი შესყიდვის უფლების გარეშე.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბის" რიგებში 9 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ი მას 40 მილიონ ევროდ აფასებს.