უილშირი: "არსენალი ოზილს უსამართლოდ მოექცა, მასთან არ მილაპარაკია"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა ჰავბეკ მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"მესუთთან ამ თემაზე არ მილაპარაკია. ვმეგობრობდით, როცა "არსენალში" ერთად ვთამაშობდით. მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვქონდა".
"დარწმუნებული ვარ, მასაც ისე უჭირდა მოედანს მიღმა ყოფნა, როგორც მე. რთულია იყო მდგომარეობაში, როცა შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას არ გაძლევენ და უსამართლოდ გექცევიან".
"ფეხბურთელებს შეიძლება ცუდი მატჩები ჰქონდეთ, მაგრამ შანსის გარეშე დარჩენა საშინელებაა. ასეთ სიტუაციაში რთულია რაიმე გავლენის მოხდენა. მიხარია, რომ თავისი ბედნიერება იპოვნა. იმედი მაქვს, მესუთი თურქეთში წარმატებას მიაღწევს", - ციტირებს უილშირის სიტყვებს Goal.com.
შეგახსენებთ, თავად 29 წლის ნახევარმცველი "ბორნმუთს" შეუერთდა, რომელიც ჩემპიონშიპში ასპარეზობს.