ავტორიზაცია

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს
თარიღი 23 Jan 2021, 22:44
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს "ბაიერნის" მცველი, დავიდ ალაბა და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო შესთავაზეს.

ორივე ფეხბურთელი 1 ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც აღინიშნება, "ქალაქელები" არგენტინელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებენ, ამიტომაც ფორვარდი ახალი კლუბის ძიებაშია. შეგახსენებთ, "ბარსას" აგუეროს დამატება იქამდე უნდოდა, სანამ 2014 წელს ლუის სუარესის ტრანსფერს გაჩარხავდა.

"ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ აგუეროს მოკლევადიან პერსპექტივაში გუნდისთვის სარგებელის მოტანა შეუძლია, მისი ოსტატობის გათვალისწინებით. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავდამსხმელი "ბარსას" უფასოდ შეუერთდება. უფრო მეტიც, 32 წლის შემტევი კატალონიელთა ფორვარდ ლიონელ მესის ახლო მეგობარია.

როცა ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდება, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ლაუტარო მარტინესის ("ინტერი") ან ერლინგ ჰოლანდის ("დორტმუნდი") დამატებას მოახერხებს.

ამასთანავე, "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს ალაბაც შესთავაზეს. 28 წლის ფეხბურთელის აგენტს, პინი ზაჰავის ჟოან ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აქვს, რომელიც არჩევნების მოგების ფავორიტად მიიჩნევა. თუმცა, "ბარსაში" ალაბას მაღალ ფინანსურ მოთხოვნებს პრობლემად თვლიან.