ავტორიზაცია

ბაიერნი მუსიალასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ბაიერნი მუსიალასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 23 Jan 2021, 23:35
"ბაიერნი" ნახევარმცველ ჯამალ მუსიალასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, წერს Goal.

გავრცელებული ცნობით, გერმანულ კლუბს 17 წლის ინგლისელის შენარჩუნება უნდა, რომლითაც "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.

2020/21 წლების სეზონში მუსიალამ "ბაიერნის" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ახალგაზრდა ფეხბურთელს 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.