ავტორიზაცია

ლესტერი სელტიკის ფორვარდით ინტერესდება

ლესტერი სელტიკის ფორვარდით ინტერესდება
თარიღი 23 Jan 2021, 23:40
"ლესტერი" "სელტიკის" თავდამსხმელ ოდსონ ედუარით ინტერესდება, წერს talkSPORT.

გავრცელებული ინფორმაციით, "მელიების" მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი 23 წლის ფრანგში ფორვარდ ჯეიმი ვარდის შემცვლელს ხედავს.

როგორც იუწყებიან, ედუარის ტრანსფერი ინგლისურ კლუბს 20 მილიონ ფუნტი დაუჯდება.

2020/21 წლების სეზონში გლაზგოელთა შემტევმა 23 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.