ავტორიზაცია

როგორი იყო ჯაბა კანკავას სტატისტიკა სადებიუტო მატჩში?

როგორი იყო ჯაბა კანკავას სტატისტიკა სადებიუტო მატჩში?
თარიღი 24 Jan 2021, 01:20
საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში "შატირაუ" "ვალენსიენსს" დაუპირისპირდა და ფრედ 3:3 ითამაშა.

ამ შეხვედრაში, სტუმართა რიგებში ქართველი ფეხბურთელის ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა.

კანკავამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბურთს 71-ჯერ შეეხო, 9 დუელი მოიგო, ბურთი 2-ჯერ ჩაჭრა, 51 პასი გააკეთა და 6.5 შეფასება დაიმსახურა.