ავტორიზაცია

როდის დაუბრუნდება კანტე მოედანს? - ლამპარდის კომენტარი

როდის დაუბრუნდება კანტე მოედანს? - ლამპარდის კომენტარი
თარიღი 24 Jan 2021, 02:03
ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა ფრენკ ლამპარდმა ნგოლო კანტეს მდგომარეობაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, წლის პირველივე მატჩში კანტემ მუხლის ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირაა ვერ თამაშობს.

"კანტე შემდეგ თამაშშიც არ იქნება. ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს და კვლავ ექიმების ზედამხედველობის ქვეშაა.

ვფიქრობ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, კანტე მომდევნო კვირაში ჩვენთან ერთად ივარჯიშებს და მოედანზე ნაადრევად დაუბრუნდება", - განაცხადა ლამპარდმა.