ავტორიზაცია

რევანში შედგა: პორიემ კონორი მეორე რაუნდში დაანოკაუტა!

რევანში შედგა:  პორიემ კონორი მეორე რაუნდში დაანოკაუტა!
თარიღი 24 Jan 2021, 09:48
UFC 257-ს მთავარ ივენთზე ოქტაგონზე კონორ მაკგრეგორი დაბრუნდა.

აირიშმენის მეტოქე ამერიკელი დასტინ პორიე იყო, რომელიც კონორმა 2014 წელს, პირველივე რაუნდის მეორე წუთზე დაანოკაუტა.

დღევანდელ დაპირისპირებაში პორიეს რევანშის შანსი მიეცა და მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა - მეორე რაუნდში კონორს თავს შეტევების კორიანტელი დაატეხა და ამან თავისი შედეგი გამოიღო - მსაჯმა ტექნიკური ნოკაუტით ამერიკელის გამარჯვება დააფიქსირა.

შედეგად, პორიემ გამარჯვება ლამაზ სტილში მოიპოვა და მაკგრეგორთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა.