"ამ ტურნირზე მნიშვნელოვანი სერია ა-ს მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა", - კონტე მილანთან მატჩის წინ

„ინტერის“ მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, „მილანთან“ იტალიის თასის მეოთხედფინალში მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ვიცით, რომ სერია ა-ს მოგება გაცილებით მნიშვნელოვანია კლუბისთვის, როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, იტალიის თასზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
თუმცა, რაღა თქმა უნდა, ამ ტურნირს პატივს ვცემთ და გვინდა, წარმატებას მივაღწიოთ.
სიტუაციას უშუალოდ მატჩის წინ შევაფასებთ. ვნახოთ, ვინ მომჯობინდება, ხოლო ვის დამატებითი დრო დასჭირდება, მატჩის არდაფასება არ არსებობს. როგორც ყოველთვის, მოგებას შევეცდებით. თავს არ ვზღუდავთ, მაგრამ „მილანის“ დასამარცხებლად სწორი მიდგომაა საჭირო.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს Sky Sport Italia.
იტალიის თასის 1/4-ფინალი „ინტერი" - „მილანი" 26 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.